The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ საფარიშვილი

ოთარ საფარიშვილი
Date of birth:3 May, 1924
Date of death:4 April, 1992  (at 67 years)
Category:Conductor, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვიოლონჩელო, სიმფონიური დირიჟორობა).

1958-1992წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის მუსიკალური სკოლისა და მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვიოლონჩელო, კამერული ანსამბლი), პროფესორი, კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი: გ. ჯაფარიძე პიესა 13 ინსტრუმენტისათვის(1969, პირველი შესრულება), ტ. ბაქრაძე საფორტეპიანო ტრიო N2(1972, პირველი შესრულება, ვიოლონჩელოს პარტია), ს. ნასიძე სიმფონია N3 "კამერული"(1978, გერმანია ქ. ზაარბრიუკენი), ო. თაქთაქიშვილი "იუმორესკა"; სხვა რეპერტუარი: ვივალდი პატარა სიმფონია C-dur, მოცარტი სიმფონია D-dur, შუბერტი 4 მენუეტი და ტრიო, დამუშავებული კამერული ორკესტრისათვის, სტრავინსკი "აპოლონ მუსაგეტი"; მიღებული აქვს 1978 - ჰ. ფონ კარაიანის სახელობის კონკურსის ოქროს მედალი, გრან-პრი (1978, ვენა ). გასტროლები: საფრანგეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია; ვიოლონჩელისტი, საქართველოს სახელმწიფო ტრიოს წევრი, პიანისტი-იმპროვიზატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 425


Share: