Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე ანჩელი (მთავარეპისკოპოსი)![]()
Biographyანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII სს.) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ანჩისხატის ხატის წარწერიდან ირკვევა, რომ ის იოანე ანჩელს მოუჭედინებია თამარ მეფის ბრძანებით. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი" (კიდურწერილობა - "საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი"), რომელიც მოსე ჯანაშვილმა გამოსცა 1903 წელს. ჰიმნოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 188;წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.309-310
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |