The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნუცუბიძე

გიორგი ნუცუბიძე
Date of birth:21 July, 1882
Date of death:25 January, 1961  (at 78 years)
Burial location:ქალაქ ჭიათურის სასაფლაო
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფშაველი, თელავის რაიონი.

1902 წელს სცენაზე პირველად გამოვიდა ავჭალის სახალხო თეატრის წარმოდგენაში; 1906 წელს საფუძველი ჩაეყარა სახალხო სახლს ჭიათურაში, სადაც ხშირად გამოდიოდა სცენაზე; 1921 წელს დაინიშნა ჭიათურის თეატრის დირექტორად; ამავე დროს განაგრძობდა მსახიობად მუშაობას; 1927 წელს თეატრის პარალელურად სამთამადნო მუშა-მოსამსახურეთა კავშირის კლუბის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობს; გ. ნუცუბიძე ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობია; მისი შემოქმედება მრავალფეროვანი იყო: გივი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), გიჟუა, კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გენერალი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), თავადი წერეთელი (ა. წერეთლის "ბაში აჩუკი"), ფილიპე (ნ. შიუკაშვილის "მზე შინა და მზე გარეთა"), საბა ბერი, ანანია, ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), და სხვა. მოღვაწეობდა ქართულ პრესაში, იყო ჟურნალ "ეშმაკის მათრახისა" და სხვა იუმორისტული ჟურნალების თანამშრომელი. ავტორია წიგნისა "ჭიათურის მუშათა თეატრი".

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.490; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.82; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.72; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1932 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: