შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ოზეროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მანგლისი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო სასწავლებელი 1882 წელს წარჩინებით. თბილისის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან 1917 წლამდე; 1880-იანი წლების I ნახევარში უკვე ქალაქის არქიტექტორი იყო; ერთ-ერთი მშენებელი წყალსადენისა, რომლის საბოლოო პროექტების შედგენაში თვითონვე მონაწილეობდა; გარკვეული წვლილი მიუძღვის თბილისის მერიის შენობის აგებაშიც; საუფლისწულო მამულების არქიტექტორად ყოფნისას აშენებდა წინანდალში, კარდანახში, თბილისშიც. იგი ტიპური ექლექტიკოსი იყო. მის შენობათა ფასადებში უხვადაა "ირანული", "მავრული", "რენესანსულ-ბაროკოული" ელემენტები. აქვს ცალკეული ცდები ქართული ისტორიული არქიტექტურის მოტივების გამოყენებისა - ღვინის N1 ქარხანა (დღევანდელი "სავანე - ღვინის N1 ქარხანა"), დ. სარაჯიშვილის სახლი სიონის ქუჩაზე (1896). მისი შენობები ერთგვაროვანია: იგი მიმართავს "მოდერნს", თუმცა აქაც გოტიკურ ელემენტებს იყენებს. მის მიერ აშენებული ბევრი საცხოვრებელი სახლი დღესაც დგას: ყოფილი კულტურის სამინისტროს შენობა (1910; შოთა რუსთაველის პროსპექტი), ძმები ფორების საცხოვრებელი სახლი (1910; დავით აღმაშენებლის პროსპექტი 121), დიდი "შემოსავლიანი სახლი" (1913; ჭოროხის ქუჩაზე), სახლი N2 ქეთევან წამებულის პროსპექტზე, სახლი N10 პუშკინის ქუჩაზე (1910), ალექსანდრე სარაჯიშვილისეული სახლი მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში (1905) და სხვა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.716
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |