შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1957 წელს. 1960-1961წწ. მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მთავარ მხატვრად; 1964-1980წწ. ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ნამუშევრები : ქანდაკება - "გაქვავებული ცრემლი", "სვანი გოგონა" (ორივე 1958), "მახვში" (1967), "ცოდნის სვეტი" (1981). დაზგური ქანდაკება - "კაცი ლაშხეთიდან", "ქალიშვილის პორტრეტი"და სხვა. გრაფიკა - "მეუღლის პორტრეტი"(1965), "წითელი ღრუბლები" (1967) და სხვა; მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: "გივარგილ", "ამირანი", "ბეთქილ", "ლადლერი", "დალის საუფლო". 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი - იზმირის (1968) საერთაშორისო ბაზრობაზე. გრაფიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.717; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |