Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლეგ ქოჩაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს. შემოქმედებით ჯგუფ "სამეულის" (ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე) ერთ-ერთი შემქმნელი და წევრი (1957-1992). 1976-1996წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. დარგი: ფერწერა, გრაფიკა, სცენოგრაფია, მონუმენტური ხელოვნება. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი"(ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ. მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს მხატვართა კავშირი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, თბილისი; მოსკოვის ბახრუშინის სახელობის მუზეუმი; ნონკონფორმიზმის მუზეუმი, ფილადელფია, აშშ; საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციები. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |