Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ჯალიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1955 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს კინემატოგრაფიის სისტემაში; 1956-1960წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული რედაქციის უფროსი და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი; 1960-1967წწ. კინოპროგრამათა რედაქციის უფროსი რეჟისორი; 1967-1969წწ. ლიტერატურულ გადაცემათა, 1969-1978წწ. სატელევიზიო დადგმების, 1978-1982წწ. სამეცნიერო-პოპულარული და სასწავლო პროგრამების, ხოლო 1982 წლიდან მუსიკალური პროგრამების მთავარი რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დედის ხელი" (1959), "ფუნჯით ნათქვამი" (1960), "მღერის ბორჯომის ნაძვი"(1961), "ქალიშვილი და მზე" (1962), "მზე ჭიქაში" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964), "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (1966), "გმირი, ლექსი, სიმღერა" (დოკუმენტური, 1973); სცენარის ავტორია ფოლმების: "ფუნჯით ნათქვამი' (1960), "მღერის ბორჯომის ნაძვი" (1961), "ქალიშვილი და მზე" (1962), "მზე ჭიქაში" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964), "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (1966) და სხვ. წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |