Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ტორონჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარა კუხი, ხონის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (ვოკალური). 1941-1945წწ. სწავლობდა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1942-1945წწ. იყო ქ. ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობი; 1951 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი), ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი და დირექტორი; ქართული რეპერტუარი: ტიტო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), მასხარა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ფარსადანი (ა. ბუკია "არსენა", 1958, პრემიერა), ვაჟია (შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"), ტატო (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი", 1958, პრემიერა), ჩხიკვი ზაქარა (ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი", 1954, პრემიერა), თანდარუხი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", 1969, ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნის პრემიერა), ბაჩილა (ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა", 1967, პრემიერა), მელია (ნ. მამისაშვილი "ბაქია-ბაჭია", 1971, პრემიერა), იანქო (ა. ანდრიაშვილი "ზვავი"), მელქისედეკი (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), თანდილა (ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი"); სხვა რეპერტუარი: ბორსა, გასტონი, რუიზი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ტრუბადური"), რემენდადო (ბიზე "კარმენი"), არლეკინი (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ჩეკალინსკი, ტრიკე, ალმერიკ (ჩაიკოვსკი "პიკის ქლი", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), მისაილი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 450; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.230 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |