Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წალასყური, ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და ჩაირიცხა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; დაინტერესდა ქიმიით და იმავე წელს გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე (დაამთავრა 1870 წელს). 1870 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს იქვე, ტექნიკური ქიმიის კათედრაზე; 1905-1907წწ. იყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; ამავე უნივერსიტეტის რექტორი (1907); 1870 წლიდან მუშაობდა ორგანული ქიმიის დარგში. მისი შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქსი- და დიოქსიმალონმჟავათა აღნაგობის დადგენა; დაინტერესებული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიისა და აგროქიმიის საკითხებით; მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი "ძმრის წარმოება" და მრავალი სამეცნიერო სტატია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე; თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, გაზეთ "დროებაში"; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე; ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას. მას ეკუთვნის ბელეტრისტიული ნაშრომებიც; ურთიერთობა ჰქონდა მრავალ ქართველ მოღვაწესთან - ა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან და სხვა. თბილისში არის ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა; აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პროფესორი (1879). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ.,2002.- გვ.738; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 8.-თბ.,1984.-გვ. 46; cyc.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |