The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუანშერ ზალდასტანიშვილი

ჯუანშერ ზალდასტანიშვილი
Other name:ჯუნა ზალდასტანიშვილი
Date of birth:5 May, 1933
Date of death:5 December, 2020  (at 87 years)
Category:Biologist, Scientist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1957 წელს, ხოლო 1969 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1957–2007 წლებში იყო საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის, მშვილდოსნობის კათედრების გამგე; დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანი; მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი; პრორექტორი; სპორტის გამოყენებითი სახეების დეპარტამენტის უფროსი; 2007–2010 წლებში  ილიას უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. 2004–2012 წლებში იყო საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან არის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი. ჯუანშერ ზალდასტანიშვილის სამეცნერო კვლევის სფეროა: სპორტის ფიზიოლოგია, თანამედროვე ხუთჭიდი, ფარიკაობა, ცხენოსნობა, რაიტთერაპია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.303; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.42

Member of Organizations

  • საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია, საპატიო პრეზიდენტი (2012-2020)
  • საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტი (2004-2012)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 2000 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 - საკავშირო კატეგორიის მსაჯი (თანამედროვე ხუთჭიდი)
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: