The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ უთმელიძე

თენგიზ უთმელიძე
Date of birth:24 May, 1938  (80 years)
Category:Dancer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1966 წელს(ჟურნალისტიკა).

ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ჯერ მ. რაქვიაშვილთან, შემდეგ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით; 1957 წლიდან ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის მიწვევით გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვამ "ქართული", რომელსაც ნ. რამიშვილთან ერთად ასრულებდა; 1962–1970წწ. იყო "საქინფორმისა" და გაზეთ "კომუნისტის" სპეც კორესპონდენტი საზღვარგარეთ; ღვაწლი მიუძღვის "სუხიშვილების" ანსამბლის ისტორიის შექმნაში; შექმნა ანსამბლის საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე; 1972–1974წწ. მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში; 1974–1988წწ. საქართველოს უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროში; 1988–1989წწ. სახალხო განათლების სამინისტროში; 1989–2001წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროში; 2001 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიულ მიოღვაწეთა საერთო–ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წლიდან თავმჯდომარე, პარალელურად საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე; ავტორია მრავალი პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ–დოკუმენტური ნოველის, ბროშურის; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ; არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მოთავე და ორგანიზატორია; 2005 წელს დააარსა "ქართული ქორეოგრაფიის დღე"(ყოველწლიურად 11 ივნისი); მონაწილეობდა კინოფილმში "ეთერის სიმღერა"(1955, აბესალომი, რეჟისორი ს. დოლიძე); გასტროლები: მსოფლიოს 65 ქვეყანა ანსამბლთან ერთად.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 454

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: