The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე ტარიჭისძე

Date of birth:10??
Date of death:11??
Category:Translator

Biography

იოანე ტარიჭისძეს ანტონ I-ის  "წყობილსიტყვაობაში" (XVIII ს.)  ეძღვნება ორსტროფიანი იამბიკო,  რომელშიც ნათქვამია: იოანე ტარიჭისძემ "გჳთარგმნნა წიგნნი, შეგჳმკო ეკლესია", საქართველოში "სწავლა განჰფინა". "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი ნუსხის გვიანდელი მინაწერის მიხედვით, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს  ეკუთვნის, იოანე ტარიჭისძე საზღვარგარეთ მოღვაწეობდა და დაახლოებით 1114 წელს დაბრუნდა საქართველოში თეოფილე ხუცესმონაზონთან და არსენ იყალთოელთან  ერთად. კორნელი კეკელიძე იოანე ტარიჭისძეს ნეოპლატონიკოსად მიიჩნევს და მიაწერს ამონიოს ერმისის ორი თხზულების თარგმანს, რომებსაც სხვა მკვლევრები (ს. გორგაძე და ი. ლოლაშვილი) იოანე პეტრიწს  მიაკუთვნებენ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღორძინების ხანის მწერლებს შეიძლება ერეოდეთ იოანე ტარიჭისძე იოანე პეტრიწში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 192


Share: