The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ზანდუკელი

მიხეილ ზანდუკელი
Date of birth:1 May, 1881
Date of death:22 November, 1950  (at 69 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არანისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს.

მიხეილ ზანდუკელი საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი (1937, იყო მისი პირველი დირექტორი).  მან დააარსა და 1926-1941 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის  ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ინსტიტუტს. II მსოფლიო ომის დროს განაგებდა ამ ინსტიტუტის ბაზაზე გახსნილ ევაკოჰოსპიტალს, 1946–1950 წლებში კი-თბილისის  ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოს. მიხეილ ზანდუკელი იყო საქართველოს ფიზიოთერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე იყო (1938–1950). მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძირითადად ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1907 დაარსდა "მოსკოვის ქართველთა საზოგადოება", რომლის თავმჯდომარე იყო ა. სუმბათაშვილი, მოადგილე–მიხეილ ზანდუკელი. საზოგადოებამ მოაწყო ლაზარეთი დაჭრილ ქართველ მეომართათვის (გამგე-მიხეილ ზანდუკელი). 1912 წელს მისი ინიციატივით მოსკოვში დაარსდა საექიმო შრომის სამედიცინო ბიურო, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. ფიზიოთერაპევტი. კურორტოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307

Member of Organizations

  • მოსკოვის საექიმო შრომის სამედიცინო ბიურო, თავმჯდომარე (1907-)
  • მოსკოვში ქართველთა საზოგადოება , დამაარსებელი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1938-1950)

Share: