The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ხორავა

აკაკი ხორავა
Date of birth:29 April, 1895
Date of death:23 June, 1972  (at 77 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოჩხომური, ზუგდიდის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1915 წელს; 1915-1917წწ. სწავლობდა კიევის და 1919 წელს თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე.

ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში; 1922 წელს შევიდა ა. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის "გეგეჭკორი"), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955წწ. დირექტორი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( უალდის "სალომე"), ანდუყაფარი (ერისთავის "გაყრა"), უსახელო (ტოლერის "კაცი-მასა"), ლაერტი (შექსპირის "ჰამლეტი"), ბერსენევი (ლავრენიოვის "რღვევა"), ანზორი (შანშიაშვილის "ანზორი"), არგიშდი (დადიანის "თეთნულდი"), კარლ მოორი (შილერის "ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი "), არსენა ( შანშიაშვილის "არსენა"), პედრო (მდივნის "ალკაზარი"), ოტელო (შექსპირის "ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სირანო (როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი" ), ტარიელი (ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი (პუშკინის "ბორის გოდუნოვი") და სხვ.; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში: გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე", 1942-1943), სკანდერბეგი ("ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"!, 1965) და სხვ.; ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.497

Member of Organizations

  • მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტი, თავმჯდომარე
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თავმჯდომარე (1957-1960)
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარე (1945-1947)
  • სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი
  • სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

Awards and Honors

  • 1958 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1951 - სტალინური პრემია, მესამე ხარისხის
    ჯემალის როლის შესრულებისთვის ი. მოსაშვილის სპექტაკლში "ჩაძირული ქვები"
  • 1950 - ლენინის ორდენი
  • 1946 - სტალინური პრემია, პირველი ხარისხის
    ივანე გროზნის როლის შესრულებისთვის ვ. ა. სოლოვიოვის სპექტაკლში "დიდი ხელმწიფე"
  • 1946 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1946 - სტალინური პრემია, პირველი ხარისხის
    მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "გიორგი სააკაძე" (II სერია, 1943)
  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1943 - სტალინური პრემია, პირველი ხარისხის
    მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "გიორგი სააკაძე" (I სერია, 1942)
  • 1941 - სტალინური პრემია, პირველი ხარისხის
    თეატრალურ-დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1936 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1936 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1934 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: