The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გედევანიშვილი

მიხეილ გედევანიშვილი
Date of birth:31 October, 1862
Date of death:29 November, 1922  (at 60 years)
Burial location:ვერის ძველი სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1889 წელს. 

1890-1893წწ. იყო ზანგეზურის (აზერბაიჯანი) მაზრის ექიმი. აქ გახსნა აფთიაქი. შეისწავლა და თავის ნაშრომებში აღწერა ეს მხარე. 1893-1895წწ. თიანეთის მაზრის ექიმად ყოფნისას, გარდა საექიმო მოღვაწეობისა ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. შემდეგ წლებში პარიზში იყო და მუშაობდა ნევროპათოლოგიაში ჟ. დეჟერინთან, ფსიქიატრიაში ა. ჟოფრუასთან, ფიზიოთერაპიასა და რენტგენოლოგიაში ჰუესთან. 1896 წელს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოაწყო საქართველოში პირველი რენტგენო და ელექტროთერაპიული კაბინეტი და სტაციონარი. 1898 წლიდან განაგებდა თბილისში სულით ავადმყოფთა თავშესაფარს. საქართველოში პირველმა აღწერა (1897) აკრომელაგია, პროგრესიული კუნთოვანი დისტროფია და სხვა. ნერვული დაავადებები. აქვეყნებდა სამეცნიერო შრომებს კავკასიის ექიმთა საზოგადოების სამედიცინო კრებულში. 1914 წელს გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებული (ტ.I). საზოგადო მოღვაწე.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.33; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.550

Bibliography


Share: