The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფილიპე

Legal name:ფილიპე ბეთლემელი
Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Writer

Biography

სინას მთაზე ხელნაწერებში დაცულია მისი ერთადერთი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსტიქული იამბიკო, რომლის კიდურწერილობაა: "ფილიპე ბეთლემი", ესაა ქალწულისაგან ბეთლემში ქრისტეს შობისადმი ხოტბა; საგალობელი ყურადღებას იქცევს საზომის თვალსაზრისით; შედგება 13 ტაეპისაგან, თითოეული ტაეპი შეიცავს 16 მარცვალს, შაირის საზომს – "ქალწულო, ღვთისმშობელო, დედოფალო, ბეთლემო" – და ამდენად, სტრიქონები თითქოს ერითმება კიდეც ერთმანეთს; ცხადია, ეს არ არის რუსთაველისებური 16–მარცვლოვანი საზომის ჩამოყალიბებული სახე, მაგრამ აშკარაა, რომ იამბიკოში დასტურდება ამ სალექსო ფორმის ჩანასახი; ეს ზრდის ფილიპე ბეთლემელის საგალობლის მნიშვნელობას ქართული მეტრიკის ისტორიისათვის; ეს საზომი შემდგომში გამოიყენა საერო მწერლობამ; მის იამბიკოს სინას მთის ხელნაწერებში მიაკვლია ნ. მარმა, მანვე გამოსცა პირველად ტექსტი (1910); პ. ინგოროყვას აზრით ფილიპე ბეთლემელს მონაწილეობა მიუღია პალესტინის სკოლის საწელიწადო იადიგარის შედგენაში; X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 466; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986.  -გვ. 302; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.305


Share: