| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლატავრა ფოჩიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლექსურა, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახლმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1947 წელს გადადგა პირველი ნაბიჯები ქართული ცეკვის სარბიელზე, პიონერთა სასახლეში არსებულ ქორეოგრაფიულ წრეში (ხელმძღვანელი ა. ჩიხლაძე, რ. ჭოხონელიძე); 1956-1961წწ. იყო ლენინური კომკავშირის ლაურეატი ანსამბლის სოლისტი (ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე); 1965–1982წწ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი: "ქართული", "ყარაჩოხელი", "აჭარული", "სიმდი", "მთიულური", "ხევსურული", "ცეკვა დაირით", "ნესტან–დარეჯანის ცეკვა" (ქორეოგრაფიული დადგმა "ქაჯეთის აღება"), "ძველი თბილისის სურათები"; მონაწილეობდა კინოფილმებში: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა–სკალაში", "საქართველო – ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "რუსთაველი – 800"; გადაღებული დოკუმენტურ კინოფილმში – "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი"(1982, რეჟისორი მ. ბორაშვილი); პოეტმა ი. ნონეშვილმა მიუძღვნა ცნობილი ლექსი "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა"; მისი შემოქმედება და სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაშიც (კ. სანაძის "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", "ტრიპტიხი შოთა რუსთაველი", მხატვარ ვ. ონიანის ფერწერული ტილო "ლატავრა" და სხვა.). მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI ფესტივალისა (1957) და ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII ფესტივალის გამარჯვებული, საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი ქართველი მოცეკვავე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 470; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.263-264 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

