შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს. პირველი მოთხრობა "ორი მეგობარი" 1948-1949 წ. გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "მოთხრობები" - 1951 წელს. ავტორია მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა: "გარდატნელი მაყრები" (1955), "ქართლის საღამოები" (1957), "სევასტოპოლის დღეები" (1963), "ჭადრებად ქცეული ვაჟკაცები" (1971), "ქარბორბალა" (1975), "ქერჩი 1943" (1976), და სხვ., რომანებისა: "დაკარგული ოცნებები" (1972), "ოთხი წელი ჭექა-ქუხილში" (1977). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ოსურ, ჩეხურ ენებზე. 1941-1945წწ. ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.367; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.467-468 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |