Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ქუმსიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ორხევი, ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრა (ახ. თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1905–1913წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის სახელობის მებაღე–მევენახეობის სასწავლებელი 1913 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა გერმანია–საფრანგეთში; დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სასწავლბელში; 1916 წელს გადმოსახლდა თბილისში; მღეროდა მ. კავსაძის გუნდში; 1924–1932წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1923 წელს შედგა დებიუტი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1932–1933წწ. ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტი; 1933–1936წწ. კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1937 წელს წარმატებით მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; შესრულებული აქვს 46 საოპერო პარტია, მათ შორის ქართული: მალხაზი, აბესალომი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "სტუმარი", ჩანაწერი გრამფირფიტაზე), თეიმურაზი (ვ. დოლიძე "ლეილა", 1927, პრემიერა), რატი (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა", 1928, პრემიერა), ვახტანგი (ვ. დოლიძე "ცისანა", 1929, პრემიერა), შოთა რუსთაველი (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ნიკო (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), წითელი ყაყაჩო (შ. თაქთაქიშვილი "განთიადი"), ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: რადამესი, ოტელო, მანრიკო (ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრუბადური"), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), კალაფი, კავარადოსი (პუჩინი "ტურანდოტი", "ტოსკა"), ხოზე (ბიზე "კარმენი"), რაული (მეიერბერი "ჰუგენოტები"), ელიაზარი (ჰალევი "რაქილი"), სამსონი (სენ–სანსი "სამსონ და დალილა"), გერმანი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"); რეპერტუარში იყო ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერები და რომანსები; თბილისში მის ბინაში გაიხსნა სახლ–მუზეუმი; ოპერის მომღერალი, დრამატული ტენორი. იყო აგრარული და თვითმმართველობის კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დარჩა საქართველოში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 497; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919 / ირაკლი ხვადაგიანი.-თბ.,2016.-გვ.404 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |