Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქსენია სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1929 წელს. 1936 წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში, 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის კათედრას. იკვლევდა ქართული ფოლკლორის აქტუალურ პრობლემებს: საბავშო ფოლკლორს, საწესჩვეულებო პოეზიას, საგმირო და საისტორიო ზეპირსიტყვიერებას, ფოლკლორულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს და სხვა. ძირითადი ნაშრომები: "ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება" (1949), "ქართველი მწერლები და ხალხური სიტყვიერება" (I, 1956: II, 1966), "ქართული ხალხური საინტერესო სიტყვიერება"( სამ ტომად, 1961, 1964, 1967), "ქართული ხალხური საგმირო პოეზიის საკითხები" (1970), "ქართული ფოლკლორისა და თეორიის საკითხები" (1976) და სხვა. დიდი ამაგი დასდო ფოლკლორულ ნიმუშთა შეკრებასა და გამოცემას. ნაშრომები თარგმნილია რუსულ, უნგრულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.414 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |