Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰერტრუდა შმალცელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1934–1939წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური). 1937 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის სოლისტი; 1937 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; 1940–1963წწ. შეასრულა ლირიკულ–დრამატული საოპერო თითქმის ყველა პარტია; დებიუტი: იაროსლავნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), ვალენტინა(მეიერბერი "ჰუგენოტები"); 1963 წლიდან იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალური); ქართული რეპერტუარი: ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ნინო, ნესტანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მახრების მეფის ასული(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), დედა(ა. მაჭავარიანი "დედა და შვილი"), ტასო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), მართა(ი. გოკიელი "პატარა კახი"), მაიკო(ა. შავერზაშვილი "მარინე"), ძიძია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"); სხვა რეპერტუარი: ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები"), აიდა, დეზდემონა, ლეონორა(ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრუბადური"), ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), მიქაელა(ბიზე "კარმენი"), ტატიანა, ლიზა, მარია(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "მაზეპა"), ნატაშა(დარგომიჟსკი "ალი"), თამარი(რუბინშტეინი "დემონი"), ვარვარა(დანკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"); საქართველოში მოღვაწე ჩეხი საოპერო მომღერალი, ლირიკულ–დრამატული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 521 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |