Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ მამალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა გაზეთებში - "ვეჩერნი თბილისი", "ზარია ვოსტოკა" ლიტერატურულ მუშაკად; გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" რედაქტორის მოადგილედ (1964-1969), საკავშირო გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტად საქართველოში (1969-1972); 1978-1985წწ. იყო საქინფორმის დირექტორი; 1985-1990წწ. მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწედ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში; 1992 წლიდან ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, სახელმწიფო მეთაურის, პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობას; 1994 წლიდან მოსკოვის გაზეთ "იზვესტიას" განყოფილების გამგე; 1998 წლიდან გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" პოლიტიკური მიმომხილველი; ავტორია რამდენიმე წიგნისა; სსრკ ჟურნალისტთა კავშირის, ჟურნალის - "დრუჟბა ნაროდოვ", "სმენა" - პრემიების ლაურეატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.842-843; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.220 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |