Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი. 1923-1924წწ. კაკაბეთში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი და სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც ლოტბარის, ბიოგრაფია; სიმღერით გატაცება და მახვილი სმენა ხელს უწყობდა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი, გურული რთული სიმღერების შეთვისებაში; ამ მხრივ იგი მართლაც უნიკუმი იყო, ამიტომაც ბავშვობაშივე ჰყავდა მომღერალთა გუნდი; 1929 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვ. მჭედლიშვილი უკვე თავისი გუნდით წარსდგა და ჟიურის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა; 1930 წელს მიხო ჯიღაურთან ერთად იმოგზაურა მოსკოვ-ლენინგრადში და ფირფიტაზე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა; 1940 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და სწორედ აქ გამოჩნდა მისი, როგორც ლოტბარის, არაჩვეულებრივი ნიჭი; მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარსდგა მცხეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლით, აქვე გამოიყვანა საგარეჯოს კულტურის სახლის ანსამბლი; 1954 წლის მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მცხეთის, საგარეჯოსა და კაჭრეთის სარაიონო გუნდებს ხელმძღვანელობდა; მან პირველად ააჟღერა მთელი რიგი ქართლ-კახური სიმღერებისა, რომლებიც დღემდეა რეპერტუარში; აღსანიშნავია მისი, როგორც სიმღერების შემკრებისა და აღმდგენელის მოღვაწეობა; ფეხით აქვს შემოვლილი ქართლ-კახეთის სოფლები; არ დატოვა არც ერთი სიმღერის მცოდნე, რომლისგანაც სიმღერები არ შეესწავლოს, აღსანიშნავია, რომ მას პროფესიულ-მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ ზეპირად უხდებოდა სიმღერის შესწავლა და ასევე ზეპირად გადასცემდა სხვას; მან დაკარგვას გადაარჩინა "ჩაკრულო", "გარეკახური მრავალჟამიერი", "შემოძახილი", "ტურფანი სხედან ჩარდახსა", "შენ, ბიჭო, ანაგურელო"; აღსანიშნავია, რომ ბევრი სიმღერა, პირადად მის მიერ არის დამუშავებული, მაგალითად: "კალოსპირული", "წინწყარო", "არხალალო"; სიმღერების შეკრება-აღდგენისა და დამუშავების გარდა ეწეოდა დიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას; სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს, ხელმძღვანელობდა გუნდებს; აღზარდა მთელი პლეადა მომღერლებისა - საკმარისია დავასახელოთ ჰამლეტ გონაშვილი, რომლის, როგორც მომღერლის, ჩამოყალიბებაში ვანო მჭედლიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის; ლოტბარი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |