The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო სუხიაშვილი

Legal name:ვლადიმერ სუხიაშვილი
Date of birth:1888
Date of death:1938  (at 50 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მამკოდა, თბილისის მაზრა, მცხეთის რაიონი.

რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობაში ჩაება თბილისში, საზეინკლო სახელოსნოში მუშაობისას. 1905-1907წწ. რევოლუციის დროს აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მუშათა პოლიტიკურ გაფიცვებსა და რევოლუციურ გამოსვლებში. არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1913 წელს ბოლშევიკების თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრად აირჩიეს, 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მენშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წელს იყო დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1920 წლიდან თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1930 წელს აირჩიეს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის პირველ მდივნად; 1931 წელს საქართველოს სახკომსაბჭოს თავჯდომარე იყო. 

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.616

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი, წევრი
  • ასფსრ ცაკი, წევრი
  • საქართველოს სსრ ცაკი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1904-)
  • სსრკ ცაკი, წევრი

Share: