Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასტამურ მარღანია![]()
Biographyცამეტი წლისა არც კი იყო, როცა ლოტბარ ივანე ლაკერბაისთან დაიწყო გუნდში მუშაობა, ხოლო 1926 წლიდან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა გუნდს; სოფელ ჯგერდის გუნდს ის კარგა ხანს უძღვებოდა; ხანდაზმული მომღერლებისაგან სწავლობდა სიმღერებს და შემდეგ გუნდში გადაჰქონდა; 1926 წლიდან ჯერ სკოლებში მასწავლებლობდა, ხოლო შემდეგ კარგა ხანს რაიონული განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა; ნაყოფიერი და წარჩინებული შრომისათვის მედლები ჰქონდა მიღებული; 1928 წლიდან იყო ოჩამჩირის მუშათა კლუბის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა ოჩამჩირის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლს; რაიგანათლების განყოფილების გამგე ანსამბლში სამუშაოდ დროს პოულობდა, მრავალი აფხაზური, სვანური, მეგრული და ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების ხალხური სიმღერები შეასწავლა ანსამბლს; 1953-1954წწ. ტყვარჩელის მუშათა გუნდის ხელმძღვანელი, ხოლო 1954 წლიდან იყო სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის მესვეური; ბოლო წლებში განსაკუთრებული მონდომებით უძღვებოდა ახლად ჩამოყალიბებული სოხუმის საოპერეტო თეატრის საქმიანობას; ლოტბარი. წყარო: http://chanting.ge/?page_id=7
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |