The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ხარებავა

აკაკი ხარებავა
Date of birth:1908
Date of death:1978  (at 70 years)
Category:Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

ოცი წლის ასაკში, სიმღერების ოსტატის რემა შელეგიას გუნდის მომღერალი გახდა; ორი წელი ხობის გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა, ლოტბარობაც ისწავლა და ინგირის სახერხ ქარხანაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელსაც ორი წელიწადი ხელმძღვანელობდა; 1932 წელს გუნდმა თავი გამოიჩინა ზუგდიდში გამართულ სარაიონთაშორისო ოლიმპიადაზე; 1933-1937წწ. იყო გაგრის რაიონის მომღერალთა გუნდის ლოტბარი; სოხუმში გამართულ მომღერალთა გუნდების დათვალიერებაზე გაგრის რაიონის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა; 1938 წელს გალის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელობა მას დაეკისრა; ადრე ამ გუნდს კიწი გეგეჭკორი უძღვებოდა (გუნდში მღეროდა 115 წლის ლუკა შარია); თბილისში მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გალი კარგი მაჩვენებლებით წარსდგა; აკაკი ხარებავა ორჯერ იქნა მივლინებული საკლუბო დაწესებულებათა გუნდების ხელმძღვანელების გადასამზადებელ კურსებზე თბილისში; 1955–1958წწ. ზუგდიდის  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, სოფელ რუხში საკოლმეურნეო გუნდს, პარალელურად რუხის საშუალო სკოლის სიმღერის წრეს ხელმძღვანელობდა; მაყურებლები გულთბილად ხვდებოდნენ რუხის ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს; ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაზე, კვლავ გაიელვა აკაკი ხარებავას ნიჭმა და მონდომებამ; ლოტბარი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7

Awards and Honors

  • 1954 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: