შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური მარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ჯერ არაბული, შემდეგ სპარსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლად იყო მამისეულ სოფელ ბუკისციხეში. 1919-1921 წწ. თანამშრომლობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1922 წლიდან დაბრუნდა პეტროგრადში და აქტიურად ჩაება საბჭოთა ირანისტიკის დაფუძნების საქმიანობაში. 1925 წლიდან ორი წლით მივლინებით გაემგზავრა ირანს, სადაც შეაგროვა ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები. 1929 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა; ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, შემდეგ კი აბასთუმანში დასახლდა. ეს იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. დააარსა სერიები: "ხაკანი - ნეზამი - რუსთაველი", "სპარსულ-ქართული ცდანი", შეადგინა "დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი", იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის ენის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიურ საკითხებს. 1934 წელს მონაწილეობა მიიღო თეირანში გამართულ ფირდოუსის საიუბილეო კონგრესის მუშაობაში. მარის საარქივო მემკვიდრეობის შესწავლა-გამოცემა დღესაც გრძელდება. ირანისტი, პროფესორი(1934), აკადემიკოს ნ. მარის შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.437; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.536
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |