| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური მარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ჯერ არაბული, შემდეგ სპარსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად იყო მამისეულ სოფელ ბუკისციხეში. 1919-1921წწ. თანამშრომლობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1922 წლიდან დაბრუნდა პეტროგრადში და აქტიურად ჩაება საბჭოთა ირანისტიკის დაფუძნების საქმიანობაში. 1925 წლიდან ორი წლით მივლინებით გაემგზავრა ირანს, სადაც შეაგროვა ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები. 1929 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა; ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, შემდეგ კი აბასთუმანში დასახლდა. ეს იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. დააარსა სერიები: "ხაკანი - ნეზამი - რუსთაველი", "სპარსულ-ქართული ცდანი", შეადგინა "დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი", იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის ენის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიურ საკითხებს. 1934 წელს მონაწილეობა მიიღო ირანის დედაქალაქ თეირანში ფირდოუსის დაბადების 1000 წლისთავის აღსანიშნავად საერთაშორისო კონგრესზე, როგორც საბჭოთა კავშირის დელეგატმა. აქ, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო ერმიტაჟის დელეგაციის სახელით, სპარსულ ენაზე მისასალმებელი სიტყვით და მოხსენებით "შაჰ-ნამეს ლექსის ზომა" გამოვიდა, რომლებიც თეირანის გაზეთებშიც დაიბეჭდა. აგრეთვე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თეირანის საზოგადოებრიობასა და ირანის მთავრობაზე თავისი სიტყვის შინაარსითა და ლამაზი სპარსული გამოთქმის უნარით. აქვე გააცნო "ვეფხის ტყაოსნის" ზოგიერთი ადგილის საკუთარი პროზაული თარგმანი. აგრეთვე, სპარსულად დაწერილი თავისი ორიგინალური ლექსები. ირანისტიკის დარგში სამეცნიერო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია ირანის მთავრობის პირველი ხარისხის ორდენით (1934). ირანისტი, პროფესორი (1934), აკადემიკოს ნიკო მარისა და ალექსანდრა მარის (ჟუკოვსკაია) შვილი, იაკობ მარის შვილიშვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.437; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.536; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.39-40 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

