Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ტაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხონი, წულუკიძის რაიონი, ახლანდელი ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს. 1930-1932 წწ. სწავლობდა მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. ლენინგრადი ახლანდელი პეტერბურგი); 1935-1944 წწ. თელავის მევენახეობის და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სელექციის განყოფილების გამგე იყო, 1944-1946წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1944 წლიდან იგი საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ვენტრალური ამპელოგრაფიული კომისიის წევრია, ხოლო 1946-1956წწ. სელექციისა და ამპელოგრაფიის განყოფილების გამგე; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის სელექცია ჯიშთმცოდნეობის განყოფილების გამგე. იკვლევდა ვაზის ჯიშების სელექციური მეთოდებით გაუმჯობესების საკითხებს. გამოიყვანა ჰიბრიდული ვაზის ჯიშები. დაასაბუთა საქართველოში ვაზის გავრცელება ვერტიკალური ზონალობის მიხედვით. არის 200 სამეცნიერო შრომის ავტორი, აღწერა კახეთის ვაზის ჯიშები, გამოყვანილი აქვს ვაზის ახალი ჯიშები: ქართული საადრეო, სახალხო თეთრი და სხვა. ქართველი საბჭოთა აგრონომ-მევენახე, "საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიის" ნაშრომის გამოცემის რედკოლეგიის სამეცნიერო კონსულტანტი (1940), ხოლო 1951 წლიდან მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ძირითადი ნაშრომებია: ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის (1941), საქართველოს ვაზის ჯიშები (ტომი II - კახეთის ჯიშები, 1954), Продвижение промышленной културы винограда в новые горные районы Грузинской СССР (1957), 1960 წელს აკად. ნ. კეცხოველთან და მ. რამიშვილთან ერთად გამოსცა ნაშრომი "საქართველოს ამპელოგრაფია". სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.635 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |