Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტარასაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1951-1970წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის პროფესორი იყო, შემდეგ მეცნიერ-კონსულტანტი. შეისწავლა კახეთის რაიონების ნიადაგები. გამოიკვლია საქართველოს მაღალმთიანეთის ალპური და სუბალპური ზონების ნიადაგები. საფუძველი ჩაუყარა მთა-მდელოს ნიადაგების სისტემატიკასა და გენეზისის შესწავლას, შექმნა შრომები ტყის ყომრალი ნიადაგების შესახებ და სხვა. ეკუთვნის სახელმძღვანელოები და ნაშრომები: "ნიადაგთმცოდნეობის შემოკლებული კურსი" (1935), "ნიადაგთმცოდნეობა" (1965), "აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები" (1956) და სხვა. ნიადაგთმცოდნე, სოფლის მეურნეობის დოქტორი და პროფესორი (1951). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.659 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |