Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ტყაბლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1926 წლიდან (გარდა 1951-1952 სეზონისა, როცა მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში) სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრის სცენაზე. იყო მაღალი სცენური კულტურისა და მდიდარი აქტიორული ბუნების მსახიობი, გამოირჩეოდა გარდასახვის დიდი უნარით, სიმართლითა და უშუალობით ქმნიდა მრავალფეროვან სახეებს. როლები: კოწია (დადიანის "გუშინდელნი"), სულეიმანი (სუმბათაშვილის "ღალატი"), მენგო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), შმაგა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მწერალი (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სანდრო (ჩიჯავაძის "თხუნელა"), მეფე ერეკლე (კანდელაკის "მაია წყნეთელი") და სხვა. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა", კ. სიმონოვის "უცხო აჩრდილი", ვსევოლოდსკისა და რუდნევის "მკაცრი დღეები" და სხვა. კინოში იღებდნენ 1955 წლიდან. როლები: ბაბუა ("ჩვენი ეზო", 1956), საჩინო ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957), ბაბილო ("მე ვხედავ მზეს", 1965), ირაკლი ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი", 1959) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.83; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |