| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ჩერქეზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი. ადრეულ ასაკში დაობლებული, ძმასთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ინსპირაციის წყარო თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული აისიდორა დუნკანის სასცენო შესრულება გახდა. მოსკოვს გაემგზავრა და კნიპერ-რაბენეკის პლასტიკის სკოლაში ჩააბარა. ორი წლის შემდეგ ის უკვე ელენე არიშევას ანტიკური საგუნდო ცეკვის დასის წევრი იყო, რომელთან ერთადაც 1911 წლის მაისში თბილისს ეწვია. თავისი სასცენო რეპერტუარი ქართული ფოლკლორისა და ხალხისყოფა-ცხოვრების გამომსახველი სცენებით გაამდიდრა. აღფრთოვანებას იწვევდა მისი შესრულებული "საჭიდაო", რომელშიც "ბიჭურ ფორმაში" ჩაცმული ახალგაზრდა ქალი საოცარ ილეთებს ასრულებდა სცენაზე. მას "ქართველი დუნკანი" შეარქვეს. 1912 წელს იგი ჯერ ბელგიაში, შემდგომ კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც პოლ ჟორჟთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში "თავადის აღზრდა". მალე თეატრ "იმპერიალის" დირექტორმა პოლ ფრანკმა პარიზში მიიწვია. მისი შემოქმედებითი ცხოვრება წარმატებით მიდიოდა. წინ ელისეის თეატრი "ფემინე" ელოდა, რომლისთვისაც "ქართველი დუნკანი" ნამდვილი აღმოჩენა გახდა. პარიზული პრესა აჭრელებული იყო ქართველი ქალის ფოტოებით და მასზე დაწერილი რეცენზიებით. წარმატებით გამოდიოდა რუსეთის, ბელგიის, საფრანგეთის ქალაქებში, პარიზის "Teatr-Imperial"–ში. მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა, მათ შორის, ინგლისიდან და ამერიკიდან, გათხოვების შემდეგ ელენე სცენას სამუდამოდ ჩამოშორდა. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა პარიზში. საზღვარგარეთ მოღვაწე პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 531; ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-179-185
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

