The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე ჩერქეზიშვილი

ელენე ჩერქეზიშვილი
Other name:ელი ჩერი  (Pseudonym)
ელი ჩეროვა  (Pseudonym)
Date of birth:5 November, 1884
Date of death:1969  (at 84 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი.

ადრეულ ასაკში დაობლებული, ძმასთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ინსპირაციის წყარო თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული აისიდორა დუნკანის სასცენო შესრულება გახდა. მოსკოვს გაემგზავრა და კნიპერ-რაბენეკის პლასტიკის სკოლაში ჩააბარა. ორი წლის შემდეგ ის უკვე ელენე არიშევას ანტიკური საგუნდო ცეკვის დასის წევრი იყო, რომელთან ერთადაც 1911 წლის მაისში თბილისს ეწვია. თავისი სასცენო რეპერტუარი ქართული ფოლკლორისა და ხალხისყოფა-ცხოვრების გამომსახველი სცენებით გაამდიდრა. აღფრთოვანებას იწვევდა მისი შესრულებული "საჭიდაო", რომელშიც "ბიჭურ ფორმაში" ჩაცმული ახალგაზრდა ქალი საოცარ ილეთებს ასრულებდა სცენაზე. მას "ქართველი დუნკანი" შეარქვეს. 1912 წელს იგი ჯერ ბელგიაში, შემდგომ კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც პოლ ჟორჟთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში "თავადის აღზრდა". მალე თეატრ "იმპერიალის" დირექტორმა პოლ ფრანკმა პარიზში მიიწვია. მისი შემოქმედებითი ცხოვრება წარმატებით მიდიოდა. წინ ელისეის თეატრი "ფემინე" ელოდა, რომლისთვისაც "ქართველი დუნკანი" ნამდვილი აღმოჩენა გახდა. პარიზული პრესა აჭრელებული იყო ქართველი ქალის ფოტოებით და მასზე დაწერილი რეცენზიებით. წარმატებით გამოდიოდა რუსეთის, ბელგიის, საფრანგეთის ქალაქებში, პარიზის "Teatr-Imperial"–ში. მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა, მათ შორის, ინგლისიდან და ამერიკიდან, გათხოვების შემდეგ ელენე სცენას სამუდამოდ ჩამოშორდა. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა პარიზში. საზღვარგარეთ მოღვაწე პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 531; ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-179-185


Share: