შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს (თეორიული განყოფილება), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს (მუსიკის ისტორია). 1987 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის ტელე–რადიო მაუწყებლობის საკვალიფიკაციო საკავშირო ინსტიტუტში; 1979–1993წწ. იყო თბილისის N26 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (მუსიკის ლიტერატურა), 1993 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი (მუსიკის ლიტერატურა) და თეორიული განყოფილების გამგე; 1979 წლიდან საქართველოს რადიოს მუსიკალურ გადაცემათა რედაქტორი; ტელევიზიაში "ერთსულოვნება" საავტორო გადაცემა "ოპერა"–ს ავტორი და წამყვანი; საქართველოს რადიომაუწყებლობაში საავტორო გადაცემები: "მხოლოდ ოპერა" (1993 წლიდან), "ინტერმედია" (2000 წლიდან), "მუსიკალური რადიოანშლაგი" (2005 წლიდან), "ვარიაციები მუსიკალურ თემაზე" (2010 წლიდან), რადიოგადაცემათა ციკლები: "ყველას რაიმე აქვს სათხოვარი", "მუსიკა და თანამედროვეობა", "XX საუკუნის მუსიკა და მუსიკოსები" (გადაცემის თანაავტორები: თ. ბაკურაძე, ქ. ბოლაშვილი); 1979 წლიდან სიუჟეტები რადიოჟურნალში "ჩანგი", "პიკის საათი". მუსიკისმცოდნე – ისტორიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 535; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.186 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |