Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვენერა ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. პირველი მხატვრული თარგმანები ინგლისურ ენაზე (მათ შორის ნ. ბარათაშვილის "მერანი") 1945 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის გაზეთ "მოსკოუ ნიუზში". მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი პოეტური თარგმანი ინგლისურ ენაზე (1968, 1971, 1979). მისი თარგმანებით გაიცნო ინგლისურ ენაზე მკითხველმა საზოგადოებამ ქართული კლასიკური თუ თანამედროვე პოეზიისა და პროზის მრავალი ნიმუში. ძირითადი გამოცემები: "ქართული პოეზიის ანთოლოგია" (1948, 1958), ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული "მინდია" (1964, 1966), შოთა რუსთაველის აფორიზმები (1983) და სხვა. შეადგინა ინგლისური ენის სახელმძღვანელო და ქრესტომათია (1963, 1974). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.182 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |