Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარნავაზ I (მეფე)![]()
Biographyქართლის (იბერიის) სამეფოს პირველი მეფე და ფარნავაზიანთა სამეფოს დინასტიის დამაარსებელი, ქართლის ტომის ბელადის, სამარა მცხეთელი მამასახლისის ძმისწული. მეფობდა ძ. წ. IV ს. მიწურულსა და III ს. I ნახევარში. ქართლის ცხოვრების თანახმად მან შექმნა ქართული დამწერლობა. მისი ცხოვრების გადმოცემისას ძველი ქართველი მემატიანე მოგვითხრობს ნადირობაზე, რომლის სიუჟეტი თავისი ძირებით აშკარად უკავშირდება ცნობილ ქართულ ლეგენდებს თბილისის დაარსებაზე; "ცხოვრება ფარნავაზისის" მიხედვით, ნადირობის დროს მან დიღმის ველზე გამოსდევნებია ირემს, მათ კი თბილისის ხევღელეებისაკენ უქნიათ პირი ("ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა"); მისდია ბოლომდე, სტყორცნა და ერთ მათგანს მოახვედრა ისარი. დაჭრილმა ირემმა ცოტა კიდევ გაირბინა და კლდის ძირას დაეცა. ამასობაში დაღამდა და წვიმაც წამოვიდა. თავშესაფრის ძებნაში იქვე, კლდის ძირას, სადაც ირემი დაეცა შეამჩნია ქვებით ამოქოლილი გამოქვაბული, ჩუგლუგით გამოარღვია დახშული კარი და შიგ შევიდა. გასაშრობად შესულს გამოქვაბულში ოქროსა და ვერცხლის აურაცხელი განძი დახვდა, რომელიც მან შემდეგ ქართლში დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად გამოიყენა; ამ საინტერესო გადმოცემაში ყურადღებას იქცევს თბილისის მოხსენიება ესოდენ ადრეული ხანისათვის (ძ.წ. IV-IIIსს.); სიმბოლურია, აგრეთვე, თბილისთან დიდი განძის აღმოჩენაზე საუბარიც, რაც კარგად ეხმაურება ჩვენი დედაქალაქის ტერიტორიაზე მოპოვებულ მდიდარ არქეოლოგიურ მასალას და არაპირდაპირ მიგვანიშნებს თბილისის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ადრეულ ხანიდანვე; თბილისში, ქეთევან წამებულის პროსპექტზე დგას მისი ძეგლი, არის ფარნავაზ მეფის პროსპექტი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.866; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |