Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ფავლენიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1940-1941წწ. და 1945-1946წწ. მუშაობდა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ, 1941-1945წწ. იქვე ევაკოჰოსპიტლის მთავარ ქირურგად. 1946-1962წწ. და 1964-1973წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1973 წლიდან კონსულტანტი. შეისწავლიდა სახსრების ათაშანგს, სიმსივნეთა შედარებით პათოლოგიას, ცეცხლმსროლელი იარაღით გამოწვეულ ოსტეომიელიტს. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის მეთოდურ მუშაობას რესპუბლიკის მასშტაბით ტრავმატოლოგიური სამსახურის ორგანიზაციის საქმეში და სხვა. ექიმი-ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.207 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |