The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ თადუმაძე

Date of birth:15 August, 1935  (82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნჯულაური, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური ფაკულტეტი 1968 წელს.

თბილისის საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის საავიაციო გაერთიანებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო პირველი კატეგორიის ენერგოავიაკონსტრუქტორი, 2002–2006 წლებში გაერთიანების ეკონომიკის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის მეთოდებისა და საშუალებების კვლევის, შექმნისა და დანერგვისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად 1975 წელს მიენიჭა საქართველოს  სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2007 წლიდან იყო თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უფროსი ინჟინერ-დეფექტოსკოპისტი. აქვს მრავალი გამოგონება. მათ შორის УГД- უნივერსალური დისტანციური მართვის დანადგარი და СТDM- სატელევიზიო სტერეოდეფექტოსკოპი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1997), ინჟინერელექტრიკოსი, გამომგონებელი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.420

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია , ნამდვილი წევრი (2012-)

Awards and Honors

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

Share: