The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან კანდელაკი

ვალერიან კანდელაკი
Date of birth:3 September, 1881
Date of death:4 March, 1944  (at 62 years)
Category:Manufacturer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა: ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში 1892 წელს; იალტის (ყირიმი) ნიკიტის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელი 1903 წელს.

 1903-1905წწ. მუშაობდა იალტის  სხვადასხვა  ღვინის სარდაფში; შემდეგ ეწყობა მეღვინედ "მაგარაჩის" მახლობლად მდებარე "სულთამ" მამულის სარდაფში, სადაც იმ დროს მუშაობდა მისი ძმა ევგენი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა ნიკიტის სასწავლებელი. ვ. კანდელაკმა, ე. კანდელაკმა და ნ. სმირნოვმა 1916 წელს ერთად დაარსეს ღვინის კომპანია "ვ. ა. კანდელაკი და კომპანია", სადაც ღვინოსთან ერთად მზადდებოდა საფირმო შამპანური სახელწოდებით "ზანდო". არის ავტორი მრავალი ქართული ღვინისა მათ შორის სუფრის სამარკო ღვინოების: "მანავის მწვანე",  "ყვარელი 50", იკემის ტიპის - "მჭკნარა", "მოტკბო". აგრეთვე შექმნა პორტვეინის ტიპის ღვინოები "საამო", "კარდანახი", მადერის ტიპის ღვინო "ანაგა", ლიქიორის ტიპის ღვინო "სალხინო", უნგრული ტოკაის ტიპის ღვინო "ხიხვი" (იგივე ჯანანური), სადესერტო "აფხაზეთის თაიგული" და სხვ. მის მიერ შექმნილ ღვინოებს მსოფლიო დეგუსტაციებზე მიღებული აქვთ მრავალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 364; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 512; გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.80-81

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: