შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარასი მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1894 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, მონაწილეობა მიიღო 1902 წლის მარტის დემონსტრაციაში. 1906 წლიდან თბილისში განაგრძო პარტიული მუშაობა. რეაქციის წლებში რამდენჯერმე დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ პარტიის ერკეთის რაიკომის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1918 წელს იყო პარტიის გურიის სამაზრო კომიტეტის, რსდმპ(ბ) დასავლეთ ამიერკავკასიის კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში. 1919 წლის ნოემბერში ხელმძღვანელობდა აჯანყებას ჩოხატაურის რაიონში, რომლის დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში და განაგრძო პარტიული მუშაობა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ პარტიულ სამუშაოზე იყო გურიასა და იმერეთში. 1926 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო მოსამართლედ, უმაღლესი სასამართლოს წევრად, დამცველთა კოლეგიის წევრად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.526 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |