The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კიტა მეგრელიძე

კიტა მეგრელიძე
Legal name:კონსტანტინე მეგრელიძე
Date of birth:9 April, 1900
Date of death:20 September, 1944  (at 44 years)
Category:Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1923 წელს; 1924-1926წწ. სწავლა განაგრძო გერმანიაში. 

1927-1939 წწ. მოღვაწეობდა თბილისში, 1939-1940 წწ. ლენინგრადში; მისი ძირითადი ნაშრომი ("აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები") გამოქვეყნდა დაწერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ 1965 წელს; მან გამოავლინა აზროვნების პრობლემისადმი ბურჟუაზიული მეცნიერების მიდგომის ძირითადი ნაკლოვანებანი და ეს პრობლემა გადაწყვიტა დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსაზრისით. მეგრელიძის მიხედვიდ აზროვნების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ შრომასთან, მატერიალურ კულტურასა და ენასთან განუყრელ კავშირში. ეს კი მოითხოვს მეცნიერებებს შორის ხელოვნური ზღვრების მოშლას, ნატურალური რედუქციონიზმის, ვიწრო ემპირიზმისა და ცალმხრივი სოციოლოგიზმის დაძლევას, აზროვნებისა და საერთოდ სინამდვილის კვლევაში ცალმხრივი, მიზეზობრივი ახსნის შეცვლას სტრუქტურულ - მთლიანობითი მიდგომით. ამან საშუალება მისცა მას განემარტა აზროვნება, როგორც თავისუფალი შემოქმედებითი აქტივობა და დაეხასიათებინა მისი საზოგადო ბუნება. მისი გამოკვლევა კომპლექსურ-ინტეგრაციულ ხასიათს ატარებს, იგი ფართოდ იყენებს ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, შედარებით ენათმეცნიერებას, ისტორიას, ეთნოგრაფიას და სხვა მეცნიერებათა მონაცემებს. მისმა მონოგრაფიულმა გამოკვლევამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ღირებულებათა თეორიის, კულტურისა და ადამიანის ფილოსოფიური პრობლემების დამუშავება საქართველოში 1970-იან წლებში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.536; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.123-124;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 653-654

Bibliography


Share: