The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ყვარელაშვილი

გივი ყვარელაშვილი
Date of birth:5 September, 1945
Date of death:July, 2011  (at 65 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Military Person, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის შსს უმაღლესი აკადემია.

მრავალგზის პრიზიორი; პროფკავშირების საკავშირო სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი; მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი (მწვრთნელი - გ. როსტიაშვილი); 1988-1991წწ. იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე; 1994-2000წწ. საქართველოს შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებოსთვის; სპორტის სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა; იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არასრულწლოვანთა ქცევის დეკრიმინალიზაციის პრობლემა პენიტენციალური სისტემის განვითარების პირობებში", 1996 წელს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.911; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.426

Awards and Honors

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1996 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 1976 - საკავშირო კატეგორიის მსაჯი
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1974 - მსოფლიო თასის მფლობელი
  • 1971 - სსრკ ჩემპიონი
  • 1970 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

Share: