შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ყვარელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის შსს უმაღლესი აკადემია. მრავალგზის პრიზიორი; პროფკავშირების საკავშირო სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი; მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი (მწვრთნელი - გ. როსტიაშვილი); 1988-1991წწ. იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე; 1994-2000წწ. საქართველოს შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებოსთვის; სპორტის სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა; იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არასრულწლოვანთა ქცევის დეკრიმინალიზაციის პრობლემა პენიტენციალური სისტემის განვითარების პირობებში", 1996 წელს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.911; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.426 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |