The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა თანდაშვილი

მანანა თანდაშვილი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიოლოგიის განხრით 1983 წელს.

1993 წლიდან - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1995 წლიდან - კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1999 წელს გახდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიატი ენათმეცნიერების დარგში და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანელ კავკასიოლოგებთან ვოლფგანგ შულცესა და იოსტ გიპერტთან ერთად უდიური სახარების ელექტრონული ვერსიის შექმნაზე და ტექსტის გრამატიკის საკითხებზე; 2002 წლიდან - ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის მუდმივი შტატის პროფესორი. გერმანიაში მოღვაწეობის პარალელურად აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოში; მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დააარსა ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო ფონდებთან (ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი, ფოლკსვაგენის ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი); 2009 წლიდან - საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მრავალი სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კახურის მორფონოლოგიური ანალიზი", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორი დისერტაციის თემა - "კომპიუტერული მოდელირების ძირითადი პრინციპები (ქართული და უდიური ენების მაგალითზე)", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ. 466; დიგიტალური ქართველოლოგა: tandaschwili.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
    ქართულ-გერმანული სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: