Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე ფრანგიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 იყო ჭიათურის, 1939-1949 კი - გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ოტელო (შექსპირის "ოტელო"), კარლ მოორი (შილერის "ყაჩაღები") და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა", ი. ვაკელის "შამილი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" და სხვა. ავტორია წიგნებისა: "როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას"(1955) და "რაც ვნახე და განვიცადე" (1963). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/207982 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |