The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ფრანგულიანი

ივანე ფრანგულიანი
Date of birth:3 October, 1887
Date of death:2 June, 1970  (at 82 years)
Burial location:ქ. თბილისი.
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს. 

მოსკოვში უნივერსიტეტში სწავლის დროს მონაწილეობდა სტუდენტთა გამოსვლებში (1907-1912), აქვე ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1917 წელს მოსკოვში ჩამოაყალიბა დაჭრილ მუშათა და წითელ არმიელთა დამხმარე წითელი ჯვრის რაზმი. 1920 წელს იყო ჩრდილო კავკასიის პოლიტკომისარი მინერალნიე-ვოდიში, 1921-1931 - საქართველოს ჯანსახკომის კოლეგიის წევრი. 1936 წლამდე ამიერკავკასიის სახელობის კომისართა საბჭოსთან არსებული სამკურნალო კომისიის თავჯდომარის მოადგილე, 1936-1950წწ. საქართველოს სამკურნალო კომისიის უფროსი და ჯანდაცვის სახელობის კომისრის მოადგილე: 1952 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არჩეული იყო ასფსრ ცაკის და საქართველოს ცაკის წევრად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389

Member of Organizations

  • ასფსრ ცაკის, წევრი
  • კომუნისტური პარტია , წევრი (1905-)
  • საქართველოს ცაკის, წევრი
  • საქართველოს ჯანსახკომის კოლეგია , წევრი (1921-1931)

Awards and Honors

  • 1945 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

Share: