The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ წულუკიძე

რევაზ წულუკიძე
Date of birth:24 February, 1929  (96 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1943–1948წწ. სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1947 წელს, მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1951 წელს.

1951–1956წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1956 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1958 წელს მოსკოვის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის მონაწილე; დადგმები, ქართული მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე"(1969, პრემიერა), "გაბზარული ფირფიტა"(1970), ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"(1968, პრემიერა), ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა"(1969); ქართული ბალეტები: გრ. კილაძე "სინათლე", მებრძოლთა ცეკვა(დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე"(1956), "პოემა"(1972), ა. ბალანჩივაძე "მწირი"(1964, პრემიერა), როდრიგო(ა. მაჭავარიანი "ოტელო"); სხვა რეპერტუარი: ავრორას კავალერი, ჩარდაში(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", "გედების ტბა"), ყმაწვილი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), ესპანური ცეკვა(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), კრეინი "ლაურენსია"; მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლში, ზ. ფალიაშვილი "დაისი"; გასტროლები: ბერლინი, ჰელსინკი, კოპენჰაგენი, ინგლისი, ავსტრია, უნგრეთი, საფრანგეთი(თბილისის საბალეტო დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე, ლიბრეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 560

Awards and Honors

  • 1951 - საერთაშორისო ფესტივალი(ბერლინი) დიპლომი

Share: