შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა თათეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1943–1964 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი-მოცეკვავე. ოსტატობითა და გრაციოზულობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში "ქართული", "მთიულური", "მიპატიჟება"; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ცეკვა "ქართული", რომელსაც ახასიათებდა მოძრაობათა სინაზე, სინარნარე, სიმსუბუქე და კლდემამოსილება. ქართული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე 1962 წელს ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. ასევე დიდი წარმატებით აღინიშნა მისი მონაწილეობა საქართველოს ლიტერატურის და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1958 წელს. გასტროლებით შემოიარა სსრკ-ის მრავალი ქალაქი და საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანა. 1959 წელს ვარშავის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ საღამოზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსკოვის დიდი თეატრის, ლენინგრადისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, თ. თათეიშვილისა და ნ. ღვაბერიძის მიერ შესრულებულმა ცეკვა "ქართულმა" განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. როგორც პოლონური პრესა აღნიშნავდა, "ქართველმა მოცეკვავე ქალმა უაღრესად ძუნწი შტრიხებით გვიჩვენა ივერიელი ქალის სინარნარე და სინატიფე". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.450 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |