Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თალალე (ქართლის კათოლიკოსი)![]()
Biographyთალალე, თალილე, ქართლის კათოლიკოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში. იხსენიება "მოქცევაი ქართლისაის" მატიანეში ცხრა ცოლოსანი კათოლიკოსის შემდეგ. მოვსეს კალანკატუაცის ცნობით, თალალემ ალბანეთის კათოლიკოსის მიქაელის (708–742) სურვილის წინააღმდეგ ალბანეთის მთავარს ვარაზოს, მისსავე ბიძაშვილზე-ვარდანეპზე დაწერა ჯვარი, რის გამოც მიქაელმა თალალე და ახალდაქორწინებულები დაწყევლა. თალალეს მოღვაწეობის ხანაში ქართლის ეკლესია ცდილობდა მონოფიზიტობის აღმსარებელი ალბანეთის მოსახლეობაში ქალკედონური მრწამსის (დიოფიზიტობა) დანერგვას. თალალეს მოქმედება, როგორც ჩანს, ალბანეთის მთავრის ქართლის ეკლესიის გავლენაში მოქცევის სურვილით იყო ნაკარნახევი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |