The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩიქოვანი

გიორგი ჩიქოვანი
Date of birth:1928
Date of death:1968  (at 40 years)
Category:Physicist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს.

1950 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტში; 1956-1968წწ. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის კვლევის რადიოფიზიკური მეთოდების ლაბორატორიას, 1959-1962წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; მისი შრომები ძირითადად ეხება "უცნაური" ნაწილაკებისა და მძიმე ბოზონური რეზონანსების თვისებათა კვლევას; მან განავითარა ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციისა და ექსპერიმენტული მასალის დამუშავების მეთოდიკა; 1965 წელს მიიწვიეს ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN, ჟენევა), სადაც მან ორი წელი დაჰყო; არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყაროს) ერთ-ერთი დამაარსებელი (სადგური მისი სახელობის იყო); 1972 წელს გამოიცა მისი რჩეული შრომები (რუსულ ენაზე); ნაპერწკლოვანი სტრიმერული კამერის (ელემენტარული ნაწილაკების სარეგისტრაციო ხელსაწყო) ერთ-ერთი შემქმნელი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970, ხარისხი მიანიჭეს გარდაცვალების შემდეგ).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.935

Awards and Honors

  • 1970 - ლენინური პრემია (გარდაცვალების შემდეგ)

Bibliography


Share: